სიახლეები

ღონისძიებების კალენდარი

|

ადვოკატთა ასოციაცია განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში, გამოკითხვის შედეგად შერჩეულ აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე ტრენინგებს განაგრძობს.  10-11 და 25-26 ნოემბერს განვითარების პროგრამისა (UNDP) გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, ტრენინგები ჩატარდა თემაზე: „ჯანსაღ გარემოზე ცხოვრების უფლება და გარემოსდაცვით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა.“
ვრცლად >
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიას (ცესკო) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა. 
ვრცლად >
ადვოკატთა ასოციაციასა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენლებს შორის საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა თემაზე: „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს, გვანცა ჩხეიძეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა უმასპინძლა. 
ვრცლად >
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ნებულა AI HUB თანამშრომლობის ფარგლებში ქუთაისში, კონფერენცია ჩატარდა თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი და იურიდიული პრაქტიკა: ახალი რეალობა.“ კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და ნებულა AI HUB - ის დირექტორმა ნატალია პატარიძემ.
ვრცლად >
განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში, ადვოკატთა ასოციაცია, წინასწარ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად შერჩეულ აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე ტრენინგებს განაგრძობს. 
ვრცლად >
ადვოკატები, რომლებმაც ადვოკატთა დარგობრივი სპეციალიზაციის ფარგლებში, სამშენებლო და არქიტექტურული სამართლის სპეციალიზებული კურსი წარმატებით გაიარეს, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ. სამუშაო ვიზიტი ადვოკატთა ასოციაციის, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტისა და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტის ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში შედგა. 
ვრცლად >
გაცნობებთ, რომ 2025 წლის 13-14 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება გაიმართება. 
ვრცლად >
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი მე-6 ქართულ - სომხურ სამართლებრივ ფორუმში მონაწილეობდა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრომ უმასპინძლა.  დავით ასათიანი ფორუმზე მოხსენებით წარსდგა და სამართლებრივ სფეროში ხელოვნური ინტელექტის როლსა და ამ მიმართულებით ადვოკატთა ასოციაციის გამოცდილებაზე ისაუბრა, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან პროექტს მოიცავს, მათ შორისაა, საგამოცდო პორტალი, ადვოკატის პორტალი, ეთიკის კომისიის ელექტრონული სისტემა, პენიტენციური ჯავშნების პორტალი და ადაპტაციის კურსის ელექტ...
ვრცლად >
ადვოკატთა ასოციაციის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე ქართული სამართლის სისტემისა და იურიდიული პროფესიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის, აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, დავით ასათიანმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საპატიო მედლით დააჯილდოვა გიორგი ჭეხანი, რომელიც ასოციაციის აღმასრულებელი მდივნის პოზიციას 7 წლის განმავლობაში იკავებდა და მის სახელს არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი უკავშირდება. 
ვრცლად >
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დაფუძნებიდან 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ასოციაციის თავმჯდომარემ, აღმსარულებელი საბჭოს 18.09.2025 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე, ორგანიზაციის ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ასოციაციის დაარსებიდან, 2005 წლიდან დღემდე, ყველა მოწვევის მმართველი ორგანოს (აღმასრულებელი საბჭო, ეთიკის კომისია, სარევიზიო კომისია) წევრები; ასოციაციის მიერ დამოუკიდებელ საბჭოებში სხვადასხვა დროს წარდგენილი ადვოკატები და საპარლამენტო წარმომდგენლები 20 წლის საიუბილეო მედლ...
ვრცლად >

ღონისძიებების კალენდარი

|
    • ორშ
    • სამ
    • ოთხ
    • ხუთ
    • პარ
    • შაბ
    • კვი