შესახებ

სარევიზიო კომისია აირჩევა საერთო კრების მიერ და ანგარიშვალდებულია კრების წინაშე.

სარევიზიო კომისია ახორციელებს კონტროლს ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, აღმასრულებელი მდივნისა და მათ მიერ დანიშნული (დამტკიცებული) პირების კანონის, ასოციაციის წესდების შესრულებისა და ფინანსური სახსრების თუ სხვა ქონების საწესდებო მიზნების შესაბამისად გამოყენებაზე. 

სარევიზიო კომისია შედგება ასოციაციის საერთო კრების მიერ 4 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, არჩეული 5 წევრისგან. სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეს კომისიის წევრთაგან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კენჭისყრით ირჩევს თავად კომისია, 4 წლის ვადით. 

თავისი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, სარევიზიო კომისია ვალდებულია კონკურსის წესით ყოველწლიურად შეარჩიოს და მოიწვიოს დამოუკიდებელი აუდიტორი.