რეაბილიტაციის კომისია
ასოციაციის აღმასრულებელი საჭოს 2018 წლის 12 თებრვლის გადაწყვეტილებით შეიქმნა ,,უახლოეს წარსულში სისხლის სამართლებრივ დევნას და მსჯავრდებას დაქვემდებარებულ (რეპრესირებულ) ადვოკატთა რეაბილიტაციის კომისია“. კომისიის ამოცანაა სამართლიანი სასამართლოს უფლების აღდგენა სისხლის სამართლებრივ დევნას და მსჯავრდებას დაქვემდებარებული (რეპრესირებული) ასოციაციის წევრი ადვოკატების მიმართ, ანდა ცალკეულ შემთხვევებში, აგრეთვე, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად მიჩნეულ მსჯავრდებულთა მიმართ.
კომისიის საქმიანობის მიზანია 2005-2012 წლებში საქართველოში სისხლის სამართლებრივ დევნას და მსჯავრდებას დაქვემდებარებული (რეპრესირებული) ასოციაციის წევრი ადვოკატების საქმეების ინდივიდუალური წესით შესწავლა და კონკრეტული ადვოკატის მიმართ პროფესიული, მორალური, აგრეთვე სისხლის სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე მარეაბელიტირებელი ან/და ახალი გარემოებების არსებობის შესახებ წერილობითი დასკვნის შედგენა. რეაბილიტაციის კომისია ასევე, უფლებამოსილია განიხილოს საქართველოს პარლამენტის დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად მიჩნეულ მსჯავრდებულთა საქმეები.