კომისიის შესახებ
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ეთიკის კომისია დამოუკიდებელია და თავის საქმიანობას ახორციელებს აღნიშნული კანონისა და პროფესიული ეთიკის ნორმების საფუძველზე.
ეთიკის კომისიის კომპეტენციაა შეამოწმოს ადვოკატზე შემოსული ინფორმაცია, შეისწავლოს მისი საფუძვლიანობა და გადაწყვიტოს ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი.
ეთიკის კომისია შედგება 15 წევრისაგან, რომელთაგან არანაკლებ 12 ადვოკატია, ხოლო ეთიკის კომისიის საქმიანობის ეფექტურობისა და საზოგადოებრივი ნდობის ამაღლების მიზნით, 3 წევრი არის საზოგადოების სხვადასხვა წრეების წარმომადგენელი. ეთიკის კომისიის წევრი უნდა იყოს 30 წელს მიღწეული პირი არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილებით. არაადვოკატი წევრი დამატებით უნდა სარგებლობდეს მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაციით და იყოს თავისი სფეროს გამოჩენილი სპეციალისტი.
ეთიკის კომისიის წევრებს 4 წლის ვადით ირჩევს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება. ეთიკის კომისიის წევრებად არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას. ეთიკის კომისია თავისი შემადგენლობიდან ფარული კენჭისყრით, 2 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს. ამჟამად მოქმედი ეთიკის კომისია არის მეხუთე მოწვევის კომისია, რომელიც საერთო კრების მიერ არჩეულ იქნა 2021 წლის დეკემბერში.