ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2026 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით, ადვოკატთა ასოციაცია მუდმივმოქმედი კომიტეტების წევრთა შერჩევის მიზნით აცხადებს ღია კონკურსს.
• მუდმივმოქმედი კომიტეტების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
• იხ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მუდმივმოქმედი კომიტეტების შექმნისა და საქმიანობის შესახებ დებულება.
აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მუდმივმოქმედი კომიტეტების შექმნისა და საქმიანობის შესახებ დებულების მე-6 მუხლის თანახმად, მუდმივმოქმედი კომიტეტების წევრთა შერჩევის მიზნით, ასოციაცია აცხადებს ღია კონკურსს.
• კომიტეტის წევრობის უფლება აქვს ასოციაციის მოქმედი სტატუსის მქონე ნებისმიერ წევრს;
• კომიტეტის წევრი დაუშვებელია იმავდროულად იყოს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან/და სარევიზიო კომისიი წევრი;
• კომიტეტის წევრთა უფლებამოსილება განისაზღვრება 1 (ერთი) წლის ვადით.
კომიტეტის წევრობის მსურველებმა გთხოვთ, 2026 წლის 23 თებერვლის ჩათვლით, სრულყოფილად შეავსოთ სააპლიკაციო განაცხადი და წარმოადგინოთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი, რომელიც უნდა მოიცავდეს




