„ადვოკატთა შესახებ“ კანონის შესაბამისად, აღმასრულებელი საბჭო, ორმხრივი თხოვნის საფუძველზე, არის ასოციაციის მოდავე წევრების ან წევრებისა და მათი კლიენტების მომრიგებელი (მედიატორი).
მედიაცია შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერ დავაზე მხარეთა ორმხრივი თანხმობის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ითხოვს წევრის დისციპლინირებას.
მედიაცია ეფუძნება მხარეთა ნებაყოფლობითობის, კეთილსინდისიერების, თანასწორობის, კონფიდენციალურობის, მედიატორის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს.
აღმასრულებელი საბჭო მედიაციის განხორციელებისას ხელმძღვანელობს 2018 წლის 28 თებერვლის დებულებით.