მოსამზადებელი კურსები
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი ტარდება წელიწადში ორჯერ, გაზაფხულზე და შემოდგომაზე, სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის და საერთო სპეციალიზაციის მიმართულებით.
მოსამზადებელი კურსი ითვალისწინებს საგამოცდო პროგრამით განსაზღვრული საკითხების სიღრმისეულ განხილვას, საკანონმდებლო ცვლილებების გაცნობასა და პრაქტიკულ კომპონენტზე მუშაობას.
კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს და მას უძღვებიან სამართლის დარგის მაღალკვალიფიციური ექსპერტები.