საკომიტეტო საქმიანობის განვითარებით, ადვოკატურის როლისა და ჩართულობის გაზრდა ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივ და საკანონმდებლო პროცესებში, ადვოკატთა ასოციაციის ერთ-ერთი უმთავრესი პრიოტირეტია.
ასოციაციაში მოქმედი კომიტეტების მიზანია:
► ადვოკატთა ჩართულობის უზრუნველყოფა ასოციაციის საქმიანობაში.
► ასოციაციის ინსტიტუციურ გაძლიერებაზე ზრუნვა.
► ადვოკატების ინტერესების წარმოდგენა და დაცვა.
► ადვოკატების მონაწილეობის ხელშეწყობა კანონშემოქმედების პროცესსა და მართლმსაჯულების რეფორმებში.
► სამართლის უზენაესობის პრინციპის განმტკიცებასა და მართლმსაჯულების ეფექტიანი ადმინისტრირების პროცესში ასოციაციის ჩართულობის უზრუნველყოფა.
ამჟამად, ასოციაციის თბილისის ოფისში ფუნქციონირებს 13 მუდმივმოქმედი კომიტეტი და 13 რეგიონული კომიტეტი.