სიახლეები

როგორც მოგეხსენებათ, უახლოეს მომავალში, არსებული ვითარების გამოსწორებისთანავე, ამოქმედდება ადვოკატის ახალი პორტალი, რომელიც შეიქმნა USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით. სწორედ აღნიშნული პორტალის საშუალებით, თითოეული ადვოკატი თავად განახორციელებს საკუთარი საგანმანათლებლო პროცესის მართვას, მათ შორის სასურველ ტრენინგზე დარეგისტრირება, ონლაინ ტრენინგების გავლა, ტრენინგების ხარისხის შეფასება, კრედიტების მონიტორინგი, ა.შ. იმისთვის, რომ ყველა წევრი მომზადებული შეხვდეს აღნიშნულ სიახლეს, არსებული საგანგებო სიტუაციის გათვალისწინებით, ახალი პორტალების გამოყენებასთან დაკავშირებული ტრენინგები (30 წუთიანი სესიები) განახლდა ონლაინ ფორმატში.

ამასთან, გარდა პორტალის გამოყენების საინფორმაციო სესიებისა, განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში ონლაინ ფორმატში ჩატარდება რიგი ტრენინგები, რომელსაც ადვოკატთა ასოციაცია ახორციელებს საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით. აღნიშნული ონლაინ ტრენინგებით შეძლებთ სავალდებულო კრედიტ საათების დაგროვებას. ონლაინ სესიების/ტრენინგების ჩატარება განხორციელდება Webex პლატფორმის გამოყენებით, რომლის საკუთარ კომპიუტერში/სმარტფონში/პლანშეტში დასაყენებად გთხოვთ, გამოიყენოთ შემდეგი ვიდეო ინსტრუქცია: https://bit.ly/2xVkMf0

პორტალის გამოყენების საინფორმაციო სესიებისა და ტრენინგების განრიგის გასაცნობად და შესაბამის სესიაზე/ტრენინგზე რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული

 

გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს!

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი