სიახლეები

ღონისძიებების კალენდარი

|

ადვოკატის პროფესიული უფლებების დაცვის ქვემო ქართლის რეგიონული კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ფორუმი ჩატარდა თემაზე - „რეგიონული გამოწვევები სისხლისა და სამოქალაქო სამართლის პროცესუალურ საკითხებში და ადვოკატთა ჩართულობა მედიაციის პროცესში“.
ვრცლად >
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებმა სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს უნივერსიტეტისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტები.
ვრცლად >
საქართველოსა და უზბეკეთის ადვოკატთა ასოციაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და უზბეკეთის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, შუხრათ სადიკოვმა. მემორანდუმი ითვალისწინებს პროფესიული გამოცდილების გაზიარებას, ადვოკატურის სფეროში არსებული სამართლებრივი აქტებისა და პროფესიული სტანდარტების ურთიერთგაცვლას, ასევე ერთობლივი კონფერენციებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.
ვრცლად >
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, Expertise France-ის მხარდაჭერით, ადვოკატთა ასოციაციამ სიმპოზიუმი ჩაატარა თემაზე: „შრომითი და სოციალური უფლებების გაძლიერება საქართველოში და ევროპული საუკეთესო პრაქტიკა“. სიმპოზიუმი ადვოკატის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, პროფესორმა ირაკლი ყანდაშვილმა და Expertise France-ის წარმომადგენელ...
ვრცლად >
ადვოკატის დღისადმი მძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ადვოკატთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. პროფესიული ფიცი ადაპტაციის პროგრამის 200 - ზე მეტმა კურსდამთავრებულმა დადო. ასოციაციაში გასაწევრიანებლად მათ პირველ ეტაპზე ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბარეს, ხოლო შემდეგ პროფესიული ადაპტაციის ერთწლიანი პროგრამა გაიარეს, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა.
ვრცლად >
ადვოკატის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თემაზე: „ადვოკატი, უფლებების ეფექტიანი დაცვა და პრო ბონო სერვისები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“. კონფერენციამ 200-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლა, მათ შორის იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის დელეგატები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, ადვოკატები, დიპლომატიური კორპუსის, იურიდიული სფეროსა და ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ადვოკატთა ასოციაციების ხელმძღვანელები.  
ვრცლად >
თბილისში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით გამართული სამხრეთ კავკასიის ადვოკატთა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის (2nd Southern Caucasus Lawyers International Football Tournament) ფინალური შეხვედრა გაიმართა. ფინალში ერთმანეთს საქართველოსა და თურქეთის ადვოკატთა გუნდები დაუპირისპირდნენ. ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში თურქეთის გუნდმა ანგარიშით 3:2 გაიმარჯვა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ვრცლად >
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მასპინძლობით, თბილისში სამხრეთ კავკასიის ადვოკატთა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი (2nd Southern Caucasus Lawyers International Football Tournament) დაიწყო, რომელშიც საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და უზბეკეთის ადვოკატთა საფეხბურთო გუნდები მონაწილეობენ.
ვრცლად >
9 ნოემბერს 10:30 საათზე ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (AFD) და Expertise France-ის თანამშრომლობის ფარგლებში, სიმპოზიუმი ჩატარდება თემაზე: „შრომითი და სოციალური უფლებების გაძლიერება საქართველოში და ევროპული საუკეთესო პრაქტიკა“.
ვრცლად >
5-7 ნოემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია სამხრეთ კავკასიის ადვოკატთა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირს უმასპინძლებს. ტურნირში საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და უზბეკეთის ადვოკატთა გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.
ვრცლად >

ღონისძიებების კალენდარი

|
    • ორშ
    • სამ
    • ოთხ
    • ხუთ
    • პარ
    • შაბ
    • კვი