საგანმანათლებლო საბჭოს საქმიანობა

ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭო არის ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სათათბირო ორგანო, რომელიც შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს აღმასრულებელ საბჭოს:

►საგანმანათლებლო სტრატეგიას;

►პროფესიული ადაპტაციის პროგრამის დებულებას; 

►განგრძობადი იურიდიული განათლების წესებს და რეკომენდაციებს;

ამასთან, საგანმანათლებლო საბჭო განსაზღვრავს სასწავლო ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და პრიორიტეტებს და მონიტორინგს უწევს ცენტრის საქმიანობას. 

საგანმანათლებლო საბჭო შედგება 7 წევრისგან. საბჭოში თანამდებობრივად შედის აღმასრულებელი საბჭოს საგანმანათლებლო მიმართულების კურატორი წევრი, რომელიც, ამასთანავე, წარმოადგენს საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარეს. საბჭოს შემადგენლობა აღმასრულებელი საბჭოს მიერ მტკიცდება  2 წლის ვადით  და მათი უფლებამოსილების ვადა გრძელდება ახალი წევრების არჩევამდე.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი