საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს - პალიატიური მზრუნველობის პაციენტებისა და შეზღუდული შესაძლებლობების (ფიზიკური და მენტალური) მქონე პირების უფასო იურიდიული დახმარება, რომლის ფარგლებშიც ადვოკატები იურიდიულ დახმარებას ახორციელებენ პრო ბონო პრინციპის საფუძველზე - ანაზღაურების გარეშე.

აღნიშნული პროექტის მიზანია, სპეციალური უნარ-ჩვევების მქონე ადვოკატების მიერ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (ფიზიკური და მენტალური) პირთა და პალიატიურ მზრუნველობის მქონე პაციენტთა უფლებების დასაცავად, უფასო იურიდიული დახმარების გაწევა.

პროექტის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირი, პალიატიური მზრუნველობის (უკურნებელი, ქრონიკული დაავადების მქონე) პაციენტი, რომელსაც შეუძლია მიიღოს შემდეგი მომსახურება: კონსულტაციები და წარმომადგენლობა, როგორც სასამართლოში, ასევე სხვა უწყბებში, ყველა იმ საქმეზე, რომელიც გამოწვეულია ჯანმრთელობისა ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოწვეული ქონებრივი თუ არაქონებრივი უფლებების დარღვევით, განსაზღვრული იურიდიული დახმარების ფარგლებში:

►იურიდიული კონსულტაცია - ვერბალური/წერილობითი;
►სარჩელის/შესაგებელის შედგენა და წარდგენა;
►სასამართლო პროცესებზე წარმომადგენლობა;
►საჭირო დოკუმენტების და ცნობების მოძიებაში დახმარება;
►პენიტენციურ დაწესებულებაში მონახულება და საქმის გაცნობა.

პრო ბონო პროექტის ფარგლებში უფასო იურიდიული დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (მშობელი, მხარდამჭერი, მინდობილი პირი) ასოციაციას სავალდებულოდ უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

►განაცხადი;

►პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 

►შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ლიცენზირებული სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

აღნიშნული დოკუმენტები, ბენეფიციარს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს შეუძლია წარადგინოს როგორც ასოციაციის ოფისში მატერიალური სახით, ასევე, დისტანციურად (იხილეთ "მიმართვის ფორმა" ქვემოთ).

ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ იურიდიული კონსულტაციის მისაღებად დარეკონ ცხელი ხაზის ნომერზე: 599 19 33 44.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი