ფონდის გამგეობა ფინანსური დახმარების სახეების შესაბამისად ინდივიდუალურად განიხილავს ყველა განაცხადს და გადაწყვეტილებას იღებს განაცხადის რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში.
ადვოკატთა სოციალური დახმარების ფონდის ფინანსური დახმარების სახეები და დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები:
ა) მარტოხელა დედის სტატუსის მქონე ადვოკატის 0-5 წლამდე შვილებისთვის გადაუდებელი ოპერაციის შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარება.
წარმოდგენილ უნდა იქნას
განცხადება;
პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი);
სამედიცინო ცნობა - ფორმა N100;
ხარჯთაღრიცხვა/კალკულაცია;
ცნობა სახელმწიფო სადაზღვევო ან/და კერძო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების თანადაფინანსების თაობაზე.
ბ) ადვოკატისთვის მე-4 და ყოველი შემდეგი შვილის დაბადებისას ერთჯერადი ფულადი დახმარება.
წარმოდგენილ უნდა იქნას:
განცხადება;
ადვოკატის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი) ;
ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი);
საჭიროების შემთხვევაში, ქორწინების მოწმობა ან სხვა სავალდებულო დოკუმენტები (ასლი).
გ) ადვოკატისთვის გადაუდებელი ოპერაციის შემთხვევები.
წარმოდგენილ უნდა იქნას:
განცხადება;
პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
საადვოკატო საქმიანობის მოწმობა ;
სამედიცინო ცნობა- ფორმა N100;
ხარჯთაღრიცხვა/კალკულაცია;
ცნობა სახელმწიფო სადაზღვევო ან/და კერძო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების თანადაფინანსების თაობაზე.
დ) უბედური შემთხვევის და სტიქიური კატასტროფის შედეგად დაზარალებული ასოციაციის წევრი ადვოკატისთვის (მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა, ხანძარი) ერთჯერადი ფულადი დახმარება.
წარმოდგენილ უნდა იქნას:
განცხადება;
პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
საადვოკატო საქმიანობის მოწმობა ;
ზარალების დამდგენი დოკუმენტი;
ე) ადვოკატის გარდაცვალების შემთხვევაში ადვოკატის ოჯახს სარიტუალო/დაკრალვის მომსახურების ხარჯების დასაფარად ერთჯერადი ფულადი დახმარება.
წარმოდგენილ უნდა იქნას :
განცხადება;
ადვოკატის გარდაცვალების მოწმობა ;
განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
გარდაცვლილის საადვოკატო საქმიანობის მოწმობა;
ოჯახის წევრობის დამდგენი დოკუმენტი.
ვ) ადვოკატის მძიმედ დაავადების შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარება.
წარმოდგენილ უნდა იქნას:
განცხადება;
პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
საადვოკატო საქმიანობის მოწმობა;
სამედიცინო ცნობა - ფორმა N100;
ხარჯთაღრიცხვა/კალკულაცია;
ცნობა სახელმწიფო სადაზღვევო ან/და კერძო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების თანადაფინანსების თაობაზე.
*შენიშვნა: აღნიშნული წესში მითითებული გარემოებების გარდა, სოციალური დახმარების ფონდის გამგეობას შეუძლია გამონაკლისის წესით გასცეს სოციალური დახმარება სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში.
*შენიშვნა: განაცხადი შეგიძლიათ წარადგინოთ ასოციაციის ოფისში მატერიალური სახით ან დისტანციურად (იხილეთ "ფონდისთვის მიმართვა" ქვემოთ). იმ შემთხვევაში თუ განაცხადი ივსება ადვოკატის ოჯახის წევრის/ნათესავის მიერ, ზემოაღნიშნულ კონკრეტული ფინანსური დახმარების მოთხოვნის შესაბამისად სავალდებულოდ წარმოსადგენ დოკუმენტებთან ერთად, წარმოდგენილ უნდა იქნას განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და ნათესაური კავშირის დამდგენი დოკუმენტის ასლები.
*ადვოკატთა სოციალური დახმარების გაცემის წესი განახლებული და დამტკიცებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაცის აღმასრულებელი საბჭოს 2023 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით.