ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭო არის ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სათათბირო ორგანო, რომელიც შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს აღმასრულებელ საბჭოს:
►საგანმანათლებლო სტრატეგიას;
►პროფესიული ადაპტაციის პროგრამის დებულებას;
►განგრძობადი იურიდიული განათლების წესებს და რეკომენდაციებს;
ამასთან, საგანმანათლებლო საბჭო განსაზღვრავს სასწავლო ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და პრიორიტეტებს და მონიტორინგს უწევს ცენტრის საქმიანობას.
საგანმანათლებლო საბჭო შედგება 7 წევრისგან. საბჭოში თანამდებობრივად შედის აღმასრულებელი საბჭოს საგანმანათლებლო მიმართულების კურატორი წევრი, რომელიც, ამასთანავე, წარმოადგენს საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარეს. საბჭოს შემადგენლობა აღმასრულებელი საბჭოს მიერ მტკიცდება 2 წლის ვადით და მათი უფლებამოსილების ვადა გრძელდება ახალი წევრების არჩევამდე.