მედეა ინასარიძე
ეთიკის კომისიის უფროსი იურისტი
მედეა ინასარიძე ასოციაციის ეთიკის კომისიის უფროსი იურისტის პოზიციას იკავებს 2023 წლიდან.
2014-2022 წლებში მედეა იკავებდა ასოციაციის ეთიკის კომისიის აპარატის იურისტის პოზიციას.
2009-2013 წლებში მედეა სწავლობდა სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამაზე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. საბაკალავრო პროგრამის განმავლობაში, 2011-2012 წლებში მედეამ გაიარა სტაჟირება თბილისისის მერიის პროექტის ფარგლებში - ,,გადაუდებელი იურიდიული დახმარება თბილისელებს“. 2013 წელს მედეამ გაიარა 6 თვიანი სტაჟირება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში.
2013-2015 წლებში მედეა სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე. სამაგისტრო პროგრამის განმავლობაში, 2014 წელს, მედეა მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანის უფლებათა ცენტრში“.
2017 წლიდან მედეა არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი, სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.
2023 წლიდან მედეა არის მედიატორთა ასოციაციის აკრედიტებული მედიატორი.
გარდა მშობლიური ენისა, მედეა ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.