ეკა ხიმშიაშვილი

ასოციაციის ჟურნალის რედაქტორი

ეკა ხიმშიაშვილი ადვოკატთა ასოციაციის ჟურნალის რედაქტორის თანამდებობას 2018 წლის აგვისტოდან იკავებს. მას გააჩნია რედაქტორის, ჟურნალისტის, პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ოცწლიანი გამოცდილება.

1988-1996 წლებში, ეკა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. 2000 წელს, მან დაამთავრა  თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

ეკას გავლილი აქვს  საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის და კომუნიკაციის მენეჯმენტის სფეროსთან დაკავშირებული არაერთი ტრენინგი, მათ შორის: საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობა (GIPA);  კრიზისების მართვა და მოლაპარაკების ხელოვნება (EWMI); საჯარო გამოსვლები და პრეზენტაცია (EWMI), ეფექტური კომუნიკაცია ტოპ- მენეჯერებისთვის (EWMI);  საზაფხულო სკოლა ევროკავშირისა და შავი ზღვის ქვეყნების ეფექტურ კომუნიკაციასა და ინტეგრაციაში (რეიმსი, საფრანგეთი); მარკეტინგი (ICSRPA); საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მოლაპარაკებების საკითხები (ICSRPA ). ეკა ასევე სწავლობდა ჰაინრიხ-ჰაინეს სახელობის  უნივერსიტეტის ენებისა და კომუნიკაციების ინსტიტუტში (დუსელდორფი,  გერმანია). 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი