დავით ფიფია
IT მენეჯერი
დავით ფიფია ასოციაციის IT მენეჯერის პოზიციას იკავებს 2018 წლის 1-ლი ივნისიდან და ხელმძღვანელობს ინფორმაციული ტექნოლოგიების რამდენიმე მიმართულებას (სისტემების მართვა, ქსელების მართვა და IT მხარდაჭერა). დავითს აქვს დიდი გამოცდილება IT-ს მართვის კუთხით.
2010 წელს დავითმა წარმატებით გაიარა Cisco Certified Network Associate (CCNA) სრული კურსი ITvet აკადემიაში.
2016 წელს გაიარა Introduction to Cloud Infrastructure Technologies, LinuxFoundatio-ის ონლაინ კურსი.
2018 წელს წარმატებით გაიარა ITIL v3 Foundation კურსი – ISSP სასწავლო ცენტრში.
პერიოდულად იგი იყო ჩართული სხვა და სხვა IT პროექტებში.
2000-2007 წლებში, დავითი მუშაობდა შპს “ეფექტში” ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.
2007-2009 წლებში, ხელმძღვანელობდა შპს “PRIMERO”-ს.
2009-2011 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია შპს „ტელეიმედის“ IT ინჟინერის პოზიციაზე.
2011-2016 წლებში იყო კომპანია სს “გუდვილის” სისტემური ადმინისტრატორი, 2015-2016 წლებში კი ამავე კომპანიის უფროსი სისტემური ადმინისტრატორი და სექტორის ხელმძღვანელი.
2016-2017 წლებში მუშაობდა შპს „ალბატროსში“ უფროსი სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე.
2017- 2018 წლებში დავითი ხელმძღვანელობდა ჰიპერმარკეტების ქსელის შპს „ფრესკოს“ IT დეპარტამენტს და იყო დირექტორთა საბჭოს წევრი.
დავითი ფლობს ქართულ, ინგლისურ, ბერძნულ და რუსულ ენებს.