მარი ნიქაბაძე

საგანმანათლებლო საბჭოს წევრი

წარმოადგენს ასოციაციის დამფუძნებელ წევრს, ის ამავდროულად არის ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს წევრი და ასოციაციის კომერციული და კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარე. მარის აქვს მუშაობის დიდი გამოცდილება როგორც კორპორატიულ სამართალში, ასევე  საბანკო, უძრავი ქონებისა და ენერგეტიკის სექტორში. 

ვრცლად:
2015-2016 წლებში მარი სწავლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში და აქვს აშშ -ს ილინოისის ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო და ტრანსნაციონალური სამართლის მაგისტრის დიპლომი (LLM), ამავდროულად სტაჟირება გაიარა აშშ -ში, ჩიკაგო-კენტის სამართლის კლინიკაში. 
2011-2014 წლებში დაამთავრა საერთაშორისო ბიზნეს სამართალი ლონდონის უნივერსიტეტში,  საბანკო სამართლის სპეციალიზაციით, სადაც დღემდე აგრძელებს სწავლას.
2004-2007 წლებში დაამთავრა საქართველო საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და აქვს სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის წოდება.
1999 – 2002 წლებში დაამთავრა ი. ჭავაჭავაძის სახ. ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურის სრული კურსი;
1994 – 1999 წლებში დაამთავრა ი. ჭავაჭავაძის სახ. ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, ინგლისური ენის სპეციალობით.  
1994 – 1999 წლებში დაამთავრა წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, იურისტის სპეციალობით.
მარი არის ხარისხის მართვის სისტემის (ISO) აუდიტორი, ფასიანი ქაღალდების ლიცენზირებული რეესტრის მწარმოებელი და ლიცენზირებული ბროკერი. 
1999-2001 წლები მუშაობდა ,,საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარში“ იურისტის პოზიციაზე; 2001 - 2002 წლებში მუშაობდა „ინტელექტბანკის“ ცენტრალური ფილიალის იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, 2002 – 2006 წლებში - მთავარი იურისტის პოზიციაზე, 2006 წელს იყო ამავე ბანკის  საქართველოს ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაციის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში; 2006 – 2008 წლებში იყო „ცეკავშირისა“ და „მერანი ჯგუფის“ მრჩეველი იურიდიულ საკითხებში; 2008 – 2009 წლებში იყო  „იტალმობილისა“ და „ეკოკრედიტის“ მრჩეველი იურიდიულ საკითხებში; 2006 – 2009 წლებში იყო ,,სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბოს“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; 2009 – 2017 წლებში იყო „სოკარ ჯორჯია გაზის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; 2017 წლიდან დღემდე არის „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ მთავარი იურისტი;
გარდა მშობლიური ენისა, მარი ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს, აგრეთვე ის გახლავთ ასოციაციის ტრენერი. 
 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი