ლაშა არველაძე

დავის ალტერნატიული მექანიზმები

წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მან სწავლა განაგრძო აშშ-ში ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის (GWU) სამართლის სკოლაში  (საერთაშორისო და შედარებითი სამართლის პროგრამა)   სადაც 2004 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი (LLM). ასევე  2012 წელს ლაშამ დაამთავრა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის (Georgetown Uiversity) სამართლის სკოლა (საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის სამართლის პროგრამა)  და მას ასევე მიენიჭა მაგისტრის ხარისხი (LLM).
1999 წლიდან ლაშა მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მას ეკავა  როგორც აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოს მეორე მდივანის, ასევე დიდ ბრიტანეთსა  და ჩრდილოეთ ირლანდიისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საქართველოს საელჩოს მრჩეველის პოზიცია. ლაშა იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი. 
2008 წლიდან ლაშამ მუშაობა განაგრძო საქართველოს იუსტიციის სამინისტროში  საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის უფროსად და მოგვიანებით, ამავე სამინისტროში არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნების სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის  დეპარტამენტის უფროსად.
2012 წლიდან ეკავა ს.ს. „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ იურიდიულ საკითხებში მრჩევლის პოზიცია. 
ამჟამად ლაშა არის იურიდიული ფირმის AMK-ს დამფუძნებელი პარტნიორი. ამავდროულად არის საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) არბიტრი და კომიტეტის წევრი და DRC-ს არბიტრი. ლაშა სამართლებრივ დახმარებას უწევს კონსალტინგურ კომპანია Reformatics-ს.

გარდა მშობლიური ენისა ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი