ირაკლი კორძახია

ადვოკატის პროფესიული ეთიკა

ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით, ირაკლი კორძახია 2017 წლიდან არის ეთიკის კომისიის მეორე მოწვევის კომისიის წევრი. 2010-2012 წლებში ის იყო ეთიკის კომისიის თავმჯდომარე. ირაკლის აქვს ადვოკატად მუშაობის გამოცდილება 1999 წლიდან.

ირაკლი კორძახიას მიღებული აქვს სამართლის ბაკალავრის ხარისხი რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიდან (1998-2002 წ.წ.) და ასევე მაგისტრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტიდან. ამასთანავე მას აქვს მიიღებული სერტიფიკატი საბანკო საქმიანობის წარმოებაში UC Davis-ის მიერ (კალიფორნია 1998 წ.).

1999-2002 წლებში მუშაობდა World Bank-ისა  და IFAD-ის საკრედიტო კავშირების განვითარების ცენტრში საკრედიტო კავშირების კანონპროექტის შექმნაზე, ატარებდა ლექციებს საკრედიტო კავშირების მენეჯერებისთვის.  2003-2004 წლებში IBRD-ის პროექტის ფარგლებში მუშაობდა ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კანონმდებლობის ცვლილებებზე - კერძოდ, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაზე.

2004-2009 წლებში ACDI/VOCA-ს მიერ განხორციელებული USAID-ის პროექტის ფარგლებში მუშაობდა ლიზინგის კანონპროექტზე.

ირაკლი კორძახია სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა IBRD-სა და IFC-ში ადგილობრივ ექსპერტად, სს "აბსოლუტ ბანკში", სს "თბილინტერბანკში" იურიდიული სამსახურის უფროსად. 

ირაკლი არის სხვადასხვა პროფესიული ორგანიზაციის წევრი - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (1996 წლიდან), ადვოკატთა ასოციაცია (2005 წლიდან), საქართველოს ლიზინგის ასოციაცია (2005 წლიდან).  

ირაკლი კორძახია არის სპს „კორძახია, ჟღენტი“-ს პარტნიორი. 

2009 წელს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ არჩეულ იქნა ეთიკის კომისიის წევრად 4 წლის ვადით, 2010-2011 წლებში იყო ეთიკის კომისიის თავმჯდომარე. 2017 წლის 09 დეკემბრის ადვოკატთა საერთო კრებამ იგი მეორედ აირჩია ეთიკის კომისიის წევრად. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი