გიორგი ახალკაცი
ორატორული ხელოვნება
25 წლიანი პროფესიული საქმიანობა, მცირე პერიოდის გარდა, მთლიანად მედიისა და კომუნიკაციების სფეროს უკავშირდება.
სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე პროდიუსერად,
წამყვანად და რეპორტიორად, ტ/კ იმედში - რეპორტიორად, ტ/კ მეცხრე არხზე გენერალურ პროდიუსერად და წამყვანად.
უმუშავია რადიოში, წერდა სხვადასხვა ბეჭდური გამოცემებისთვის. იყო ორი სქელტანიანი ჟურნალის მთავარი რედაქტორი.
კითხულობდა ლექციებს აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ფაკულტეტზე.
დაახლოებით 7 წელი გაატარა საჯარო სამსახურში, მათ შორის 2 - საქართველოს სახელმწიფო მეთაურის პირადი აპარატის საინფორმაციო პოლიტიკის ბიუროში - ბიუროს ხელმძღვანელის თანაშემწის თანამდებობაზე და 5 - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე.
აქვს გამოცდილება მარკეტინგისა და რეკლამის სფეროში.