ჯიტა გულუა
აქვს ორი უმაღლესი განათლება. სპეციალობით არის ინჟინერი და იურისტი.
სწავლობდა რუსეთსა და საქართველოში.
მუშაობდა ქ. ზუგდიდის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამმართველოში ინჟინრად; ქ. ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის გამგეობის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოში უფროს სპეციალისტად; ქ. ზუგდიდის რეგიონალურ სახელმწიფო ტელევიზიაში საინფორმაციო განყოფილებაში კორესპოდენტად, შემდეგ რედაქტორად. სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მართლწესრიგის, თავდაცვის, უშიშროებისა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის სამსახურის იურისტად.
1997 წლიდან გახდა საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი და მუშაობა დაიწყო ქ. ზუგდიდის იურიდიულ კონსულტაციაში ადვოკატად.
1998 წლიდან იყავ იურიდიული მომსახურეობის ფირმა ,,სიმართლე" –ს უფროსი.
დღემდე მუშაობს როგორც ფიზიკური პირი ადვოკატი. აქვს საერთო სპეციალიზაცია.
მშობლიური ენის გარდა ფლობს რუსულ ენას.