ციცინო ცხვედიანი
ციცინო ცხვედიანი 1980-1985 წლებში სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ, 1985-1987 წლებში ე.წ. განაწილებით მუშაობდა ქუთაისის აგროსამრეწველო გაერთიანების იურისკონსულად.
1991 წლის მარტიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას.
1991-1997 წლებში მუშაობდა კერძო ადვოკატურაში, კერძოდ, სამართლებრივი მომსახურების კოოპერატივ ,,იურისტში” და გახლდათ მისი თავმჯდომარე.
1995 წელს ქართლოს ღარიბაშვილთან და სხვებთან ერთად დააფუძნა ,,საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი კორპორაცია’’, რომლის წევრიც გახლდათ 1997 წლამდე.
1997 წელს ზურაბ როსტიაშვილთან და სხვებთან ერთად დააფუძნა ,,ადვოკატთა და დამცველთა ასოციაცია” და გახლდათ მისი ვიცეპრეზიდენტი.
2006 წელს მოხდა ,,ადვოკატთა და დამცველთა ასოციაციის” რეორგანიზაცია ამხანაგობა ,,ზურაბ როსტიაშვილის საადვოკატო ბიუროდ”, სადაც ციცინო ცხვედიანი გახლდათ თავმჯდომარის მოადგილე.
2010 წელს ამხანაგობამ შეიცვალა სახელწოდება და გახდა ,,ციცინო ცხვედიანის საადვოკატო ბიურო”, შესაბამისად, მისი თავმჯდომარე გახდა ციცინო ცხვედიანი.
ამჟამად ციცინო ცხვედიანი გახლავთ ,,ციცინო ცხვედიანის საადვოკატო ბიუროს’’ თავმჯდომარე და ა(ა)იპ ,,საქართველოს საადვოკატო ბიუროთა გაერთიანების” თავმჯდომარე.
ციცინო ცხვედიანი გახლდათ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პირველი მოწვევისა და 2013-2017 წლების ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.
ფლობს ქართულ, რუსულ ენებს და ესპერანტოს.