შოთა მეტრეველი
ინტერესები:
ვალდებულებითი სამართალი (სახელშეკრულებო ურთიერთობები,
ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება ... )
ელექტროენერგეტიკული ბაზარი და რეგულირება (სატარიფო
მეთოდოლოგია და რეგულირება, საინვესტიციო გეგმები, ბაზრის და ქსელის
წესები.....)
სამეწარმეო სამართალი (სამეწარმეო პირის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის
მომზადება, რეგისტრაცია, შრომის კანონმდებლობა, გადახდისუუნარობა ...);
საინვესტიციო სამართალი (უცხოური პირდაპირი ინვესტიციების
სამართლებრივი მხარდაჭერა, ლიცენზიები & ნებართვები);
სისხლის სამართალი (მოწმის, ბრალდებულის, მსჯავრდებულის ინტერესების
დაცვა სასამართლოში და სამართალდამცავ ორგანოებში);
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება (არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულებაში დაცვის მხარედ მონაწილეობის უფლება/მოწმობა) ;
წარმომადგენლობა სასამართლოში და არბიტრაჟში (კლიენტის ინეტრესების
დაცვა საქართველოს საერთო სასამართლოებში და არბიტრაჟში);
სააღსრულებო წარმოება (წარმომადგენლობა სააღსრულებო წარმოებატა
შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად განსახორციელებელ
მოქმედებებში);
ელექტროენერგეტიკული სამართალი;
ღვინის და სხვა ალკოჰოლურ სასმელებთან დაკავშირებული
სამართლევრივი საკითხები;
სანივთო სამართალი (სასოფლო და არა-სასოფლო სამეურნეო მიწის
რეგისტრაცია, განკარგვა, მშენებლობა ...);
საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი;
საგადასახადო სამართალი;
ადმინისტრაციული სამართალი;
ტვირთვების გადაზიდვა & სატრანსპორტო ექსპედიცია
ინტელექტუალური საკუთრების სამართალი (სასაქონლო ნიშნების
რეგისტრაცია, შენარჩუნება, დაცვა, მადრიდის სისტემით საერთაშორისო
რეგისტრაცია ...);
ფინანსები და ეკონომიკა;
ტარიფები (ელექტროენერგეტიკის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია);
განათლება:
ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (MBA) 2014 — 2015 American College of Thessaloniki
ბიზნესის ადმინისტერირების სამაგისტრო პროგრამა გავიარე ბოსტონის უნივერსიტეტის წარმომადგენლობაში საბერძნეთის რესპუბლიკაში. ბიზნესის ადმინისტრირების შესწავლის მიზანი იყო ჩემი ღრმა ინტერესი, რომ მენეჯერულ
დონეზე გამეცნობიერებინა სამეწარმეო საქმიანობის ისეთი ფუძემდებლური მიმართულებები როგორიცაა - ეკონომიკა, კორპორატიული ფინანსები,მეჯენჯმენტი, მარკეტინგი, სტატისტიკა და ა.შ
მაგისტრი საერთაშორისო და ევროკავშირის სამართალში(LL.M)2009 — 2010 სამართალმცოდნეობა,იურიდიული ფაკულტეტი 2004 — 2008 Riga Graduate School of Law
მაგისტრის ხარისხი დავიცავი ლატვიაში, ქ.რიგის უმაღლეს სამაგისტრო
სკოლაში საერთაშორისო საჯარო სამართლის და ევროკავშირის სამართლის
დარგში. შევისწავლე ისეთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სამართლის
დისციპლინები როგორიცაა - საერთაშორისო სისხლის სამართალი,
საერთაშორისო შრომის სამართალი, სეცესიის და თვითგამორკვევის უფლებები,
ჰუმანიტარული სამართალი და ა.შ
სამართალმცოდნეობა, იურიდიული ფაკულტეტი 2004-2008 თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საბაკალავრო სწავლის პერიოდში საბაზისოდ შევისწავლე საქართველოს კერძო და საჯარო კანონმდებლობა.
სამუშაო გამოცდილება:
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია 2011 — დღემდე ადვოკატი (საერთო სპეციალიზაციით)2011 წლიდან ვეწევი კერძო საადვოკატო საქმიანობას სამოქალაქო და სისხლის
სამართლის კუთხით, ასევე წარმოვადგენ კლიენტის ინტერესებს
ადმინისტრაციულ დავებში სახელმწიფო და ადგილობრივ ორგანოებთან.
კორპორატიული სამართლის კუთხით ვუწევ კონსულტაციას სხვადასხვა
კომპანიას.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - "საქპატენტი"2012 — დღემდე პატენტრწმუნებული
საქპატენტში პატენტრწმუნებულად (#50) რეგისტრაციის საფუძველზე ჩემი
ძირითადი საქმიანობა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან
დაკავშრებით არის სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია, დაცვა, საერთაშორისო
რეგისტრაცია მადრიდის პროტოკოლის საფუძველზე და ა.შ
ს.ს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"2015 — 2017 უფროსი სპეციალისტი
კომპანიისათვის შესასრულებელი სამუშაოს ფარგლებში ვახორციელებდი:
რეგულატორის (სემეკის) დადგენილებების და სალიცენზიო პირობების
შესრულებაზე კომპანიის საქმიანობის მონიტორინგს;
ელექტროენერგიის გადაცემის და დისპეტჩერიზაციის სატარიფო განაცხადის
მომზადებას და წარდგენას;
წლიური და კვარტალური ანგარიშების წარდგენას კომისიაში;
იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებას და კონსულტაციის გაწევას;
სასამართლო წარმომადგენლობას;
შ.პ.ს "საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომანია" GWS 2011 — 2013 იურიდიული სამსახურის უფროსი
ძირითადი სამსახურებრივი საქმიანობა:
კომპანიის მენეჯმენტის, დამფუძნებლების და სამსახურების კონსულტირება
სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით;
კომპანიის პრობლემური დავალიანებების ამოღება (მოლაპარაკების,
სასამართლო და გამარტივებული წარმოების გზით);
სტანდარტული და საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებების მომზადება და
შესრულების მონიტორინგი;
ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეგისტრაცია/დაცვა;
აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებების, შიდანორმატიული დოკუმენტების,
მინდობილობების მომზადება;
სასამართლო დავების წარმოება სამოქალაქო და ადმინისტრაციული
წარმოების წესით;
სადამფუძნებლო დოკუმენტაციის და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის
ცვლილება მარეგისტრირებელ ორგანოში და კანონმდებლობასთან
შესაბამისობის მონიტორინგი;
შ.პ.ს "შატო მუხრანი" 2011 — 2013 იურიდიული სამსახურის უფროსი
ძირითადი სამსახურებრივი საქმიანობა იყო შ.პ.ს "ქართული ღვინისა და
ალკოჰოლური სასმელების კომპანიაში" განხორციელებული საქმიანობის
იდენტური.
ს.ს "კახეთის ენერგოდისტრიბუცია" 2013 — 2014 უფროსი იურისტი
ს.ს "კახეთის ენერგოდისტრიბუცია" არის ელექტროენერგიის განაწილების
ლიცენზიატი კახეთის რეგიონში. კომპანიაში სამუშაო ინსტრუქცია
ითვალისწინებდა სასამართლო დავების წარმოებას, კორესპონდენციის
მომზადებას, ადმინისტრაციული დადგენილებების გამოცემას.
LEXICOM 2009 — 2010 იურისტის ასისტენტი
"LEXICOM" არის ლატვიის რესპუბლიკაში წამყვანი იურიდიული კომპანია,
რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოსათვის
მიმართვისათვის სარჩელების მომზადებასა და საქმის წარმოებაზე. ჩემი
ძირითადი ფუნქციები იყო მთავარი იურისტისათვის დახმარების გაწევა
"სტრასბურგის სასამართლოში" სარჩელების მოსამზადებლად.
კვალიფიკაციები:
ენები
ქართული - მშობლიური
ინგლისური - ძალიან კარგი (Toefl ibt 90, in 2009)
რუსული - კარგი
საკვალიფიკაციო კურსები
ევროპის რეგულატორების ასოციაცია, ბუდაპეშტი, უნგრეთი
ევროკავშირის "ქსელის წესების" და იმპლემენტაცია - სექტემბერი, 2016
შესავლები ენერგეტიკის რეგულირებაში - ივნისი, 2016
ევროკავშირის ფორუმი, ალპბახი, ავსტრია
ევროკავშირის სამართლის უახლესი ტენდენციები - აგვისტო, 2013
ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა - აგვისტო, 2014
ევროკავშირის ფორუმი, ბელგრადი, სერბია
ბალკანეთის ქვეყნების მაკროეკონომიკური ანალიზი - აპრილი, 2015
ტრენინგი ბუღალტერიაში და საგადასახადო კოდექსში - მაისი, 2012
ტრენინგები "ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში" - 2011-2017
ტრენინგები "ბიზნეს სამართლის ეროვნულ ცენტრში" - 2012 - 2014
ტრენინგები "საქართველოს ანტიკორუფციულ ცენტრში" - 2008-2009
ტრენინგები "საქპატენტში" - 2012-2017