ქეთევან ბაშინურიძე


განათლება    
•    BPP სამართლის სკოლა, ლონდონი (2011 – 2012) 
ადვოკატთა ლიცენზირებისთვის სავალდებულო ‘სამართლის პრაქტიკული კურსი’ (Legal Practice Course);
•    BPP Law School, London, Waterloo (2010 – 2011) 
ბაკალავრიატის  შეკუმშული კურსი (Graduate Diploma in Law);
•    University College London (2009 – 2010) 
მაგისტრატურა საერთაშორისო ბიზნეს სამართალში, მაგისტრის კვალიფიკაცია 
•    ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1996 – 2001) 
საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, იურისტის კვალიფიკაცია

 კვალიფიკაცია, პროფესიული ასოციაციები
•    ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, სარეგისტრაციო # 4287
•    ინგლისის და უელსის სოლისიტერი, Solicitors Regulation Authority (SRA) ID 575317
•    გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის (ბრიპა) დამფუძნებელი წევრი (2019)
 პუბლიკაციები
•    ‘რეგულირებული შეთანხმების სახელმძღვანელოს’ (ელექტრონული ვერსია) თანაავტორი (USAID/G4G-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, 2019).
•    ლონდონის ‘ფინანსური მომსახურების იურისტების ასოციაციის’ ესსეს კონკურსის (2011) მონაწილე თემაზე ‘ბანკის ფიდუციური მოვალეობები ფინანსური პროდუქტების კლიენტებისთვის შეთავაზებისას’.

სამუშაო გამოცდილება

1.    იურიდიული ფირმა ‘ჯორჯიან სოლისიტერსის’ (GSL) მმართველი პარტნიორი (03.2017 - დღემდე)
საქართველოსა და ინგლისის სამართლის სისტემაში ორმაგი კვალიფიკაციის მქონე ადვოკატების გაერთიანებით, იურიდიული ფირმა GSL კლიენტებს სთავაზობს იურიდიულ მომსახურებას კორპორატიული, ფინანსური, საგადასახადო, საინვესტიციო, სანივთო, სახელშეკრულებო, გადახდისუუნარობისა და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში, როგორც დავების, ისე ტრანზაქციების მიმართულებით.
2.    საერთაშორისო იურიდიული ფირმა Reed Smith-ის (ლონდონი, სითი) ფინანსური ინდუსტრიის ჯგუფის (FIG) იურისტი სასამსახურე მივლინების ფარგლებში (2019-2020). მივლინებითი სამუშაო მოიცავდა მმართველი პარტნიორისთვის სამართლებრივი დასკვნების მომზადებას ევროკავშირისა და იაპონიის ფინანსურ ბაზრებზე გამოსაშვები ფინანსური პროდუქტების სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

3.    მიწვეული ლექტორი თავისუფალ უნივერსიტეტში (03.2017 – 08.2021)
კომპანიისა და მოქმედი ბიზნესის ნასყიდობის პრაქტიკული კურსი, სამართლის მაგისტრატურა
4.    მიწვეული ლექტორი საქართველოს სამართლის ინსტიტუტში (2020 წლიდან დღემდე)
პრაქტიკოსი იურისტების აუდიტორიისთვის:
•    კორპორატიული იურისტის პრაქტიკული კურსი, მოდული 2;
•    გადახდისუუნარობის სამართალი;
•    კონტრაქტების პრაქტიკული კურსი.

5.    დამოუკიდებელი ადვოკატი (06.2013 – 02.2017) თბილისი, საქართველო
გამორჩეული სასამართლო დავები:
ფულის გათეთრების საქმეზე გამამართლებელი განაჩენი ყველა ინსტანციის სასამართლოში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ბიზნესმენის მიმართ.
იგივე ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი რომის (იტალიის) სააპელაციო სასამართლოში იტალიელ კოლეგებთან თანამშრომლობის ფარგლებში.

6.    საჯარო პოლისი და რეფორმები
•    გადახდისუუნარობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის წევრი. გადახდისუუნარობის ახალ კანონში ინგლისური მოდელის ‘რეგულირებული შეთანხმების რეჟიმის’ შეტანის ინიციატორი; ახალ კანონში რეაბილიტაციისა და რეგულირებული შეთანხმების თავების ავტორი (2017-2020);
•    სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის წევრი იურიდიული ფირმების ასოციაციაში - ინგლისის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2009 წლის ცვლილებების ანალიზი სამუშაო ჯგუფისთვის (2017)
7.    აი-დი-ეს ბორჯომი საქართველოს, IDS BORJOMI International (11. 2004 – 09.2009) მთავარი იურისტი

8.    ავია კომპანია ეარ ჯორჯია  (06.1998- 01.2002) სტაჟიორი და შემდგომ კომპანიის იურისტი  
9.    მოხალისეობრივი საქმიანობა 
•    თუშეთის ისტორიული საბჭეოს (ოთხი ხეობის - გომეწარი, ჩაღმა, პირიქით და წოვათა აიპის სახით ორგანიზებული საბჭეობის) არჩეული წევრი ხეობის მოსახლეობის ინტერესების მხარდაჭერის მიზნით მუნიციპალიტეტთან ურთიერთობის საკითხებში;
•    ლონდონის კულტურული კლუბი ბლუმსბერის (Bloomsbury Art Society) წევრი; 2009-2012 წლებში გიდი ლონდონის ბლუმსბერის ისტორიულ უბანში თემატური გასვლებით: ‘Dickens, Disraeli and Friends’, Feisty Women’, ‘Arts and Society’;
•    თუშეთისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტებში მონაწილეობა (07. 2008)

მშობლიური ენის გარდა ფლობს რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი