სერგი ჯორბენაძე
დოქტ. სერგი ჯორებანაძე კერძო სამართლის სპეციალისტია. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს: სახელშეკრულებო, სანივთო, ვალდებულებით სამართალს. მას უდიდესი გამოცდილება აქვს ხელშეკრულებების შედგენასა და წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებებში. გარდა კერძო სამართლისა, დოქტ. სერგი ჯორბენაძე, სამართლებრივ ბაზრისთვის უიშვიათესი სფეროს - მედიასამართლის ექსპერტია. დოქტ. სერგი ჯორბენაძე გახლავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტი კერძო სამართლის მიმართულებით, ასევე, რამდენიმე უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. იგი ლექციებს კითხულობს როგორც ბაკალავრიატზე, ასევე, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში. დოქტ. სერგი ჯორბენაძე არაერთი პუბლიკაციის, მონოგრაფიის ავტორი და სამოქალაქო კოდექსის კომენტარის თანაავტორია.
დოქტ. სერგი ჯორბენაძე სამართლებრივ მომსახურებას გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე ახორციელებს.