როლანდ შონია
დაიბადა 1978 წლის 25 თებერვალს აბაშის რაიონში. დაამთავრა თბილისის სასულიერო უნივერსიტეტი, პროფესიით არის იურისტი აგრეთვე სერთიფიცირებული ექიმი. ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით აგრეთვე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული.
2001 წლიდან ადვოკატი, 2002 წლიდან ადვოკატთა კომპანიის დირექტორი, აბასის რაიონის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი, 2006 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატი, 2010 წლიდან სენაკის სასუალო სკოლის იურისტი და სამართლისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი, 2012 წლიდან შპს "გზების" დირექტორი ქ. ბათუმში, 2013 წლიდან შპს "შარა -გზამშენი პირველი"-ს დირექტორის მოადგილე ხობში. სხვადასხვა დროს შეთავსებით თბილისის ჰუმანიტარულ - ეკონომიკური ინსტიტუტის შექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ზუგდიდის მოზრდილთა პოლიკლინიკის იურისტი, იქვე და ქ. თბილისის მე-9 კლინიკური საავადმყოფოს ექიმი. ჭყონდიდის ეპარქიისა და საქართველოს საპატრიარქოს იურისტი, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის წარმომადგენელი, საოლქო - საარჩევნო კომისიის თანამდებობის პირი, სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირთა მრჩეველი, რესპუბლიკური პარტის თანამდებობებზე არჩეული, ასევე არაერთი სხვადასხვა დანიშნულების მუდმივმოქმედი თუ დროებითი კომისიის წევრი და თანამდებობაზე არჩეული. ამასთან საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი. დღემდე ეწევა აქტიურ იურიდიულ პრაქტიკასა და თეორიული დონის - კვალიფიკაციის ამაღლებას.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.