მერაბ გვილავა
საშუალო განათლება: სენაკის N1 საშუალო სკოლა.
უმაღლესი განათლება: წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
სხვადასხვა დროს მუშაობდა: ზუგდიდის საქალაქო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე; სამხარეო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე;ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე; დაცვის სამსახურის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე; საქართველოს გენერალური პროკურატურის, თბილისის პროკურატურის, კრწანისის რაიონული პროკურატურის პროკურორის თანაშემწე; მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურორის თანაშემწე; თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი; ამავე საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე; საგამოძიებო ნაწილის უფროსი; იუსტიციის უფროსი მრჩეველი.
პროკურატურის სისტემა დატოვა 2004 წლის 9 აპრილს, პირადი განცხადების საფუძველზე. 2004 წლის აპრილიდან დღემდე არის ადვოკატთა ასოციასციის წევრი. ჩაბარებული აქვს პროკურატურის და ადვოკატურის საკვალიფიკაციო გამოცდები საერთო სპეციალობით. ასევე, აქვს დამატებითი სპეციალიზაციები: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და ბავშვთა უფლებები (სამოქალაქო). არის მოქმედი მენტორ ადვოკატი.
ენები: ქართული (მშობლიური), რუსული (კარგად), ინგლისური (ლექსიკონით).
განგრძობადი იურიდიული განათლებით გათვალისწინებული სემინარებისა და ტრენინგების გარდა გავლილი აქვს ამერიკის იურისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული ყველა სემინარი, ტრენინგი და მიღებული აქვს შესაბამისი სერტიფიკატები.