მარიკა არევაძე
ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების არჩევით ადვოკატი მარიკა არევაძე 2017 წლის 09 დეკემბრიდან არის ეთიკის კომისიის წევრი. მარიკა ეწევა აქტიურ საადვოკატო, საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობას.
2003-2008 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურზე. 2008-2010 წლებში სწავლობდა საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში და მოიპოვა მაგისტრის ხარისხი.
2011 წლიდან დღემდე (დამამთავრებელი სემესტრი) სწავლობს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტურანტურაში.
2005-2014 წლებში საქმიანობდა სხვადასხვა კერძო კომპანიაში იურისტის პოზიციაზე. 2014-2017 წლებში იყო შპს „ნიუ ჰოსპიტალს“-ის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი. 2012 წლის ივლისიდან არის ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ სადამფუძნებლო საბჭოს წევრი.
2012 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ხოლო 2014 წლიდან ასოციაციის ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის წევრი. 2014 წლიდან ხელმძღვანელობს სამეცნიერო ჟურნალი „ახალგაზრდა ადვოკატების“ გამოცემას. 2015 წლიდან არის „ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრი“-ს დამფუძნებელი, ხოლო 2016 წლიდან „მარიკა არევაძის საადვოკატო ჯგუფი“-ს დამფუძნებელი. 2014 წლიდან არის რამდენიმე უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორი.
მარიკა არევაძეს აქვს 12 წლიანი პროფესიული გამოცდილება. 2012 წლიდან ის აქტიურად ახორციელებს საადვოკატო და უფლებადაცვით საქმიანობას. მარიკა არევაძეს ასევე აქვს 3 წლიანი სალექტორო გამოცდილება და არის საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტი.
მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით გამოცემულია რამდენიმე კვლევა სამართლის სფეროში. ის მუშაობს ქალთა შრომით უფლებებზე, ბანკებსა და მოქალაქეებს შორის არსებულ პრობლემურ საკითხებზე, საკუთრების უფლებებზე, სამედიცინო მედიაციის საკითხებზე. მას მონაწილეობა აქვს მიღებული (მომხსენებლად) სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციასა და მრგვალ მაგიდებში. მისი ავტორობით გამოქვეყნებულია არაერთი სამეცნიერო სტატია. მარიკა არევაძე არის „ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრის“ დამფუძნებელი და დირექტორი.
გარდა მშობლიური ენისა, მარიკა ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.