მარიამ პაპოშვილი
მარიამ პაპოშვილი დაიბადა გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში 1955 წლის 19 თებერვალს.
1962 წელს შევიდა კალაურის საშუალო სკოლაში რომლის სრული კურსი დაამთავრა 1972 წელს.
1978 წელს ჩაირიცხა საქარეთველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში ეკონომიურ ფაკუტეტზე რომლის სრული კურსი დაამთავრა 1983 წელს.
1979 წლიდან დაიწყო მუშაობა გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში სასოფლო საბჭოს აღმასკომის მდივნად 1981 წლამდე.
1981 წლიდან 1997 წლამდე მუშაობდა კალაურის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობაში მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
1996 წელს ჩაირიცხა საქართველოს ბიზნესისა და ტექნოლოგიის ინსტიტუში იურიდიულ ფაკულტეტზე რომლის სრული კურსი დაამთავრა 2001 წელს სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მოენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
2001 წლიდან დაიწყო მუშაობა ადვოკატად ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციაში სადაც მუშაობდა 2003 წლამდე.
2003 წლიდან 2006 წლის მაისამდე მუშაობდა საქართველოს ადვოკატთა ეროვნულ ასოციაციაში ადვოკატად.
2006 წლის მაისიდან დღემდე მუშაობს ადვოკატად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში საერთო სპეციალიზაციით. არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატი.
ყოველ წლიურად გადის ტრეინინგებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში როგორც სისხლის სამართლის ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში.
ყავს მეუღლე და ორი შვილი.