მარი ბერუაშვილი
მარი ბერუაშვილი არის ადვოკატი სამოქალაქო სპეციალიზაციით. ის ასევე ფლობს დამატებით სპეციალიზაციას ბავშვთა უფლებებში.
იგი ფლობს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხს და ამჟამად არის ამერიკული სამართლის სკოლის (SAL) ბიზნეს სამართლის პროგრამის სტუდენტი. მარი აგრეთვე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში პროფესიის სოციალური პასუხისმგებლობის კომიტეტის წევრი.
მარი 2022 წლიდან არის Favorite & Color Group- ის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი. სხვადასხვა დროს მუშაობდა „Grant Thornton Georgia”-ში უფროსი იურისტის, „Favorite Group”-ში მთავარი იურისტის, იურდიული კომპანია „Nexus”-ში უფროსი იურისტის, „Professional Legal Consulting”-ში დავების დეპარტამენტის ადვოკატ-კოორდინატორის და „Global Beer Georgia”-ში იურისტის პოზიციებზე.
მარის აქვს 8+ წლიანი პროფესიული გამოცდილება კორპორატიული მიმართულებით ბიზნეს სამართლის სფეროში, წამყვან ადგილობრივ და საერთაშრისო კომპანიებში, ასევე 2017 წლიდან იგი ახორციელებს კერძო საადვოკატო პრაქტიკას და არაერთი კომპლექსური სასამართლო დავის წარმართვას. პროფესიული პასუხისმგებლობის შესრულების მიზნით, მარი მონაწილე ადვოკატის სახით აგრეთვე აქტიურად არის ჩართული, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ პრობონო პროექტებში, ასევე 2019-2022 წწ. იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალგაზრდა ადვოკატთა კომიტეტის წევრი.
მარის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია – საკორპორაციო სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი, სამშენებლო სამართალი, შრომის სამართალი, საოჯახო სამართალი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი.
მშობლიური ენის გარდა ის ფლობს ინგლისურ ენას.