ლევან შალამბერიძე


განათლება: 
ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სპეციალობა ‘’სამართალმცოდნეობა’’. დავამთავრე 2002 წელს.
პროფესიული გამოცდილება: 
2003 წლის 22 თებერვალს ჩაბარებული მაქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა. 
2006 წლის 21 მაისს ჩაბარებული მაქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2007 წლის 15 სექტემბერს ჩაბარებული მაქვს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. 
2006 წლის მაისის თვეში გავლილი მაქვს ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის მიერ ჩატარებული სასამართლო უნარების ძირითადი   (Basic) კურსის ტრენინგი, შესაბამისის სერთიფიკატით.
2006 წლის ივლისის თვეში გავლილი მაქვს ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის მიერ ჩატარებული სასამართლო უნარების ზედა საფეხურის (Advanced) კურსის ტრენინგი, შესაბამისი სერთიფიკატით.
2006 წლის დეკემბრის თვეში გავლილი მაქვს ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის მიერ ჩატარებული სასამართლო უნარების უმაღლესი საფეხური (Advocacy Teacher Traning), რომლის მიხედვითაც მომენიჭა ტრენერის სტატუსი.
2007 წლის ივნისის თვეში მონაწილეობა მაქვს მიღებული ტრენინგში ,,orientacion training for legal aid service
2008 წლის 23 თებერვალს მონაწილეობა მაქვს მიღებული ტრენინგში ,,როგორ მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს”
2015 წლის დეკემბრის თვეში გავლილი მაქვს სპეციალიზირებული ტესტირება ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში”, შესაბამისი სერთიფიკატით.
აღნიშნულის გარდა, დღემდე მონაწილეობა მაქვს მიღებული 300-მდე
სერთიფიცირებულ ტრენინგში სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და საერთაშორისო სამართლის საკითხებთან დაკავშირებით.
სამუშაო გამოცდილება    
2004 წლის 1 სექტემბრიდან 2007 წლის ნოემბრის თვემდე ვმუშაობდი საქართველოს ახალგაზრდა იურისთთა ასოციაციის თელავის ოფისში სისხლის სამართლის ადვოკატად.
2007 წლის დეკემბრის თვიდან 2009 წლის ნოემბრამდე ვმუშაობდი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროს, იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის ტერიტორიულ ბიუროში, სისხლის სამართლის ადვოკატად.
2009 წლის ნოემბრიდან 2015 წლის 17 ივლისამდე ვმუშაობდი იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროში სისხლის სამართლის ადვოკატად.
2015 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე ვეწევი კერძო საადვოკატო საქმიანობას.
მშობლიური ენის გარდა ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი