ლევან გორელაშვილი


განათლება:
2017 - დოქტორანტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა;
2008-2010 ივ.ჯავახიშვილის სახ.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი,მაგისტრის აკადემიური ხარისხი, სპეციალობა - სამართალმცოდნე, კერძო სამართლის მიმართულებით;
2004 - 2008 ივ.ჯავახიშვილის სახ.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, ბაკალავრის ხარისხი, სპეციალობა - სამართალმცოდნე;
სამუშაო გამოცდილება:
05/2015 - დღემდე - იურიდიული კომპანია"სამართლის გზა" დამფუძვნებელი და მმართველი პარტნიორი;
03/2014 - დღემდე - უძრავი ქონების კომპანია შპს "შიტრიტ ჯგუფი საქართველოში"-ს მთავარი იურისტი;
10/2013 - დღემდე - მინერალური და წყაროს წყლების კომპანია "ბორჯომი"-ს მთავარი იურისტი;
04/2013 - 10/2013 სსიპ - ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს იურიდიული სამმართველოს იურისტი;
05/2011 - 04/2013 საქართველოს იუსტიციის საბჭოს სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა და ანალიტიკური სამმართველოს უფროსი კონსულტანტი;
2012-2013(პარალელურად)პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრი;
2010-2012(პარალელურად)საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს არასრულწლოვანთა პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების საქმეების გამნხილველი ადგილობრივი საბჭოს წევრი;
02/2009 - 05/2011 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა და ანალიტიკური სამმართველოს კონსულტანტი;
05/2008 - 02/2009  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა და ანალიტიკური სამმართველოს სტაჟიორი;
გამოცდილების სფეროები:
სარჩელების/შესაგებლის,სააპელაციო/საკასაციო საჩივრების/შესაგებლების, ხელშეკრულებებისა და სხვა სახის სამართლებრივი შინაარსის დოკუმენტების მომზადება/რევიზია;
საჯარო და კერძო სამართლის ორგანიზაციების წარმომადგენლობა საერთო სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებში ან/და მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის მოლაპარაკების პროცესში და მოლაპარაკების შედეგები სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით;
საჯარო და კერძო სამართლის ორგანიზაციებში მენეჯმენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და განსახორციელებელი მოქმედებების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვის უზრუნველყოფა,სამრთლებრი რისკების იდენტიფიცირება, პრობლემური საკითხებისთვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა, შესაბამისი სამსახურების კონსულტირება, ცალკეულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიერ დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენის შესახებ მოქალაქეთა საჩივრების განხილვა და საჩივრებისათვის შესაბამისი მსვლელობის უზრუნველყოფა;
პირობით ვადაზე ადრე არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან განთავისუფლების განცხადების განხილვა და შესაბამისი მსვლელობის უზრუნველყოფა;
ნორმატიულ აქტებში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტების შემუშავება, ასევე კანონპროექტების სამართლებრივი ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
სამართლებრივი თემატიკიდან გამომდინარე და სხვადასხვა საკითხებზე უცხოური პრაქტიკის მოძიება, კვლევა;
კვალიფიკაცია:
2010 - პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;
2009 - ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა;
მშობლიური ენის გარდა ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი