ლამარა ბარკალაია
იურიდიული კომპანია ,,BGL“ –ის დამფუძნებელი პარტნიორი. აქვს მრავალწლიანი (2006 წლიდან ) საადვოკატო გამოცდილება საერთო სპეციალიზაციაში, რის შედეგადაც მან დიდი ცოდნა და გამოცდილება დააგროვა, რაც უდავოდ მეტყველებს მის მაღალკვალიფიციურობაზე.
ლამარა ბარკალაია არის ს.ს.ი.პ. ადვოკატთა ასოციაციის წევრი და სოციალური დაცვის კომიტეტის წევრი. მას ასევე აქვს არასამთავრობო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, კერძოდ კი გახლდათ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიქსას“ იურისტი (საქართველოს ინვალიდ ქალთა და გოგონათა საერთაშორისი ორგანიზაცია). დღეის მდგომარეობით ის არის არასამთავრობო ორგანზაცია ,,საზოგადოება ინტეგრირებულ სამყაროში“ იურისტი.
ქ-ნი ლამარა საადვოკატო საქმიანობასთან ერთად ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობასაც. მან დააფუძნა კომპანია ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლა“, სადაც დამწყებ ადვოკატებს/იურისტებს შესაძლებლობა აქვთ თეორიული ცოდნის საფუძველზე დაეუფლონ პრაქტიკულ ცოდნასაც, გამოიმუშაონ ადვოკატის/იურისტის უნარ-ჩვევები,რაც მათ საშუალებას აძლევს თამამად და დამოუკიდებლად დაიწყონ სამართალში პრაქტიკული მოღვაწეობა.
მშობლიური ენის გარდა ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.