კონსტანტინე გელაშვილი


ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით, კონსტანტინე გელაშვილი არის ეთიკის კომისიის წევრი 2017 წლის 09 დეკემბრიდან. კონსტანტინეს აქვს საადვოკატო საქმიანობის გამოცდილება 1998 წლიდან, ის არის ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი. 2017 წლიდან ის არის სასამართლო მედიატორი. კონსტანტინეს აქვს არაერთი კომპანიის იურისტად მუშაობის გამოცდილება. მას ასევე აქვს პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება.

1993-1998 წლებში კონსტანტინე სწავლობდა სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამაზე თბილისის გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.

1997 წლიდან არის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობისა და საკვებწარმოების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის  იურისტი.

1997-2003 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის  იურისტი. 

1998 წლიდან არის ადვოკატი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. არის ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი.

1998-2003 წლებში იყო ადვოკატთა კავშირის “ვექილი” წევრი, ადვოკატი.

1999 წლიდან არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი.           

2001 წლიდან არის არასამთავრობო ორგანიზაცია “ევრაზიის საერთაშორისო თანამეგობრობის“ დამფუძნებელი

2003-2011 წლებში იყო საადვოკატო ბიუროს “კონსტანტა”  დამფუძნებელი, ადვოკატი.

2004-2005 წლებში იყო საქართველოს მწერალთა კავშირის იურისტი.       

2005 წლიდან არის შპს “სამართლისა და კანონიერების დაცვა”, ადვოკატი. 2006 წლიდან არის შპს “საქაერონავიგაცია”,  ადვოკატი. 2007-2010 წლებში იყო შპს G&S ინტერიერი, დამფუძნებელი, დირექტორი. 2011-2013 წლებში იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამმართველოს უფროსი.                                                                                                                                    

2017 წლიდან არის სასამართლო მედიატორი.

2017 წლიდან არის ეთიკის კომისიის წევრი, კოლეგიის თავმჯდომარე.

გარდა საადვოკატო საქმიანობისა, კონსტანტინე აქტიურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. 1998-2001 წლებში ის იყო თბილისის ეკონომიკისა და სამართლის სახელმწიფო კოლეჯი და ინსტიტუტი, სამოქალაქო და საერთაშორისო სამართლის ლექტორი; 2000 წელს იყო  საქართველოს საკრებულოთა ასოციაციის მოწვეული ექსპერტი; 2002 წელს იყო თბილისის გ. ტაბიძის სახელობის #51–ე საშუალო სკოლის სამართლის მასწავლებელი; ასევე 2002 წელს იყო კავკასიის ბიზნეს სკოლის მაგისტრატურის მოწვეული ექსპერტი; 2011-2012 წლებში იყო ტრენერი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და სამართლებრივი მართლწერის საკითხებში.

1998 წლიდან დღემდე კონსტანტინეს გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი საადვოკატო უნარებში, სამართლებრივი მართლწერის უნარებში, ადვოკატთა პროფესიული ეთიკისა და სასამართლო მედიაციის კუთხით.                                                                   

გარდა მშობლიური ენისა, კონსტანტინე ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი