კობა ბობოხიძე


1992-1997 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა წარჩინებით. 
კობა ბობოხიძე იურიდიული ფირმის „ემ ქეი დი“ (MKD Law) სამართლებრივი მრჩეველი და ადვოკატია 1998 წლიდან. მისი პრაქტიკა მოიცავს კორპორაციულ, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალს. ასევე ცალკეულ სპეციალიზირებულ სამართლის სფეროებს, როგორიცაა: საბანკო, სადაზღვევო, უძრავი ქონების, სამედიცინო, ენერგეტიკის, საგადასახადო, სამშენებლო, ინტელექტუალური საკუთრების, შრომითი და სხვა. 
მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს უცხოელ და ქართველ კორპორატიულ კლიენტებთან საქმიანობას, სხვადასხვა ბიზნეს სფეროების სამართლებრივი უზრუნველყოფის თვალსაზრისით. საინვესტიციო პროექტების სამართლებრივ თანხლებას და წარმომადგენლობას. 
წარმატებით წარმოადგენს ადგილობრივ და უცხოელ კლიენტებს საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში სხვადასხვა ხასიათის დავებთან დაკავშირებით, ასევე, კორპორატიულ, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, საგადასახადო, სისხლის სამართლისა  და სხვა კატეგორიის სასამართლო დავებში. მონაწილეობდა შვეიცარიასა და გაერთიანებული სამეფოში გამართული სასამართლო დავებში, როგორც მხარის წარმომადგენელი, სამართლის ექსპერტის სტატუსით. 
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი- 2005 წლიდან, სერთო სპეციალიზაციით.
ეწევე აკადემიურ საქმიანობას მოწვეული ლექტორის სახით სხვადასხვა უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტზე კორპორატიულ სამართალში. 
მშობლიური ენის გარდა ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი