კობა ბარამია


კობა ბარამია ეწევა კერძო საადვოკატო საქმიანობას სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;

2023 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა (სისხლის სამართლის სპეციალიზაცია);

2023 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი;

2022 წელს მოიპოვა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაცია სისხლის სამართალში;

2020 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

2019 – 2021 წლებში მუშაობდა „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითი ცენტრი“ მკვლევარ-იურისტად და პროექტის მენეჯერად;

2019 წლიდან არის შპს „სამართლებრივი საკონსულტაციო კომპანია გაბოძე და პარტნიორების“, ასევე, შპს „ჯი ფი აუთსორსინგ-ის“ უფროსი იურისტ-კონსულტანტი და სისხლის სამართლის ადვოკატი;

2018 - 2019 წლებში მუშაობდა ძველი თბილისისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურატურებში, სტაჟიორ-პროკურორად. საქართველოს პროკურატურაში გაიარა სხვადასხვა გადასამზადებელი კურსი;

2017 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა, რის შემდეგაც გაიარა პროკურატურის მუშაკთა მოსამზადებელი კურსი;

2016 - 2017 წლებში მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ეგიდით დაგეგმილ პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენაზე ორიენტირებულ კლინიკებში: სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურსა“ და სახალხო დამცველის აპარატში;

2016 წლის დეკემბერში ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა (სისხლის სამართლის სპეციალიზაცია);

2016/05 – 2016/12 წელს იყო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურიდიული დახმარების ცენტრის კონსულტანტისა და ადვოკატის თანაშემწე (სისხლის სამართლის სპეციალიცაზიით);

2015 წელს ჩართული იყო პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ორიენტირებულ სასწავლო კურსში, რომელიც ორგანიზებული იყო თბილისის მერიის ა(ა)იპ „თბილისელების ადვოკატისა“ და საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიერ;

2013 - 2014 წლებში, სწავლის პარალელურად, მონაწილეობდა საქართველოს უნივერსიტეტის შიდა საუნივერსიტეტო პროექტში „სტუდენტი ლექტორები“ და დაინტერესებულ სტუდენტებს სასწავლო დისციპლინის კურატორ პროფესორთან შეთანხმებითა და ზედამხედველობით უტარებდა დამატებით სასემინარო კურსებს „სამართლის თეორიასა“ და „სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში“;

2013 წლის ნოემბრის თვეში მეგობრებთან ერთად დააფუძნა საქველმოქმედო არასამთავრობო ორგანიზაცია - ა(ა)იპ „Campus Lions Club Tbilisi“ და იყო ამ ორგანიზაციის აქტიური წევრი 2016 წლის ოქტომბრამდე;

2012 - 2016 წლებში სწავლობდა საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, რომელიც დაამთავრა წარჩინებით და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

 

 

 

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი