თამარ გოჩელაშვილი
თამარ გოჩელაშვილი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით და სპეციალიზებულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში,სიითი ნომერი -1996
სამუშაო გამოცდილება
2005 წლის 23 დეკემბრიდან დღემდე - მმართველი პარტნიორი და ადვოკატი - სპს „ხაჩიძე და გოჩელაშვილების საკონსულტაციო ჯგუფი“;
2007 წლიდან დღემდე -სპს ხაჩიძე და გოჩელაშვილების საკონსულტაციო ჯგუფის საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის არბიტრი;
2017 -2018 წწ.- იურისტი - შპს „ქონსთრაქშენ დეველოპმენტ კომპანი“;
2005-2007 წწ.-ნოტარიუსის კონსულტანტი;
2004-2005 წწ.- კანონშემოქმედებითი სამმართველოს უფროსი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
1987- 1990 წწ. - ქუთაისის საავტომობილო ქარხანა, საგარეო ურთიერთობის ჯგუფის გიდი/მთარგმნელი
1990 – 1999 წწ. -ქუთაისის ი. ჭავჭავაძის სახ. საჯარო ბიბლიოთეკაში უცხოური ლიტერატურის და ხელოვნების განყოფილების გამგე
2001 - 2003 წწ. - გიდი/მთარგმნელის სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებსა და კომპანიებში
საზოგადოებრივი საქმიანობა
ა(ა)იპ ,,საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის” (GLIP) წევრი;
ა(ა)იპ ,,საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის” (GLIP) გამგეობის წევრი.
განათლება
2000-2004 წწ. სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, მაგისტრი. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
1982-1987 წწ. - დასავლეთ ევროპის ენების და ლიტერატურის ფაკულტეტი, მაგისტრი (გერმანული ენა და ლიტერატურა). ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მშობლიური ენის გარდა ფლობს რუსულ, გერმანულ და ინგლისურ ენებს.