თამაზ ჯალიაშვილი
1986 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1986-1987 წლებში მუშაობდა შსს სატრანსპორტო მილიციის გამომძიებლად.
1987-1990 წლებში მუშაობდა ქ. რუსთავის შს განყოფილებაში გამომძიებლად.
1990 წელს გახდა საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი და 1990-2000 წლებში მუშაობდა ქ. რუსთავის ადვოკატურაში.
2000-2002 წლებში დანიშნული იყო მესტიის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ და მივლინებით უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში.
2002-2005 წლებში იყო კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2005 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2006-2007 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
2007-2010 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა სიღნაღის რაიონულ სასამართლოში.
2010-2011 წლებში (ნოემბრიდან მარტამდე) მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში.
2011 წლის მარტიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის 22 თებერვლამდე (უფლებამოსილების ვადის გასვლამდე) მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სამოქალაქო დავების ხაზით.
2012 წლის ივნისიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ერთდროულად, ოქტომბრის თვემდე იყავო კოალიცია „ქართული ოცნების“ რუსთავის საარჩევნო შტაბის იურისტი.
2012 წლის დეკემბრიდან 2014 ივნისიმდე მუშაობდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში დეპარტამენტის პროკურორის თანამდებობაზე.
2014 წლის ივნისიდან დღემდე განაგრძობს საადვოკატო საქმიანობას.
ფლობს ადვოკატთა ასოციაციის ტრენერის სერტიფიკატს სამოქალაქო სამართლის პროფილით.
მშობლიური ენის გარდა ფლობს რუსულ ენას.