ეკატერინე სოლოღაშვილი


1998-2003 წლებში სწავლობდა „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში“, იურიდიულ ფაკულტეტზე (სპეციალიზაცია - სამართალმცოდნეობა);
2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის  სპეციალიზაციით;
2005 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;
2011 – 2017 წლებში  იყო ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“  „იურიდიული დახმარების კლინიკაში“  მიწვეული  სპეციალისტი;
2009 წლიდან დღემდე მუშაობს ა(ა)იპ „იურიდიული კლინიკა ჩემი ადვოკატი“ ტრენერ-ადვოკატად; 
2011 – 2013 წლებში მუშაობდა პროექტ  „უფასო იურიდიული დახმარების აღმოჩენა თბილისის ყველაზე მოწყვლადი ფენებისათვის“ ადვოკატად;
2007 – 2008 წლებში მუშაობდა ა(ა)იპ „ადამიანის უფლებები პრიორიტეტი“ ადვოკატად;
2007 წლიდან დღემდე მიღებული აქვს  მონაწილეობა ავტორად და თანაავტორად სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე გამოცემულ ბროშურებსა და სტატიებში;  
ეკატერინეს გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა კურსები და   ტრეინინგები;
მშობლიური ენის გარდა  იგი ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს;
ეკატერინე სოლოღაშვილს ყავს მეუღლე და სამი შვილი.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი