დავით ომსარაშვილი


დავით ომსარაშვილმა 2011 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა, 2014 წელს კი ამავე უნივერსიტეტის კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამა, რის შემდეგაც მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ამჟამად იგი არის კავკასიის უნივერსიტეტის დოქტორანტი.

დავით 2016 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას სამოქალაქო სპეციალიზაციით. წლების განმავლობაში იგი აქტიურად მუშაობდა შრომის სამართლის სფეროში. არის შრომის სამართლის მკვლევარი და არაერთი სტატიის ავტორი.

დავით 2019-2021 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შრომის კომიტეტის წევრი, 2022 წლიდან კი არის ახალგაზრდა ადვოკატთა კომიტეტის წევრი.

დავით ომსარაშვილი არის საადვოკატო ფირმა Lawverse-ის მმართველი პარტნიორი და დირექტორი. იგი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებებით. უზრუნველყოფს ფიზიკური და იურიდიული პირების წარმომადგენლობას საქართველოს საერთო სასამართლოებში, არბიტრაჟსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში.

დავითს აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება შრომის სამართლის მიმართულებით. 2016 წლიდან წარმოადგენს სხვადასხვა პროფესიულ კავშირს, მათ შორის 2020 წლიდან არის "დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანების" გამგეობის წევრი და მთავარი იურისტი.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი