
გიორგი ჭიჭინაძე
გიორგი ჭიჭინაძემ 2012 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა, 2014 წელს კი ამავე უნივერსიტეტის კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამა, რის შემდეგაც მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ამჟამად იგი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი.
გიორგი წლების განმავლობაში მუშაობდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიულ საქალაქო სამსახურში და შემდეგ არქიტექტურის სამსახურში.
იგი 2019 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას სამოქალაქო სპეციალიზაციით. წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა სამშენებლო სამართლის სფეროში.
გიორგი ჭიჭინაძე არის საადვოკატო ფირმა Lawverse-ის მმართველი პარტნიორი და დირექტორი. იგი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებებით. უზრუნველყოფს ფიზიკური და იურიდიული პირების წარმომადგენლობას საქართველოს საერთო სასამართლოებში, არბიტრაჟსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში.
მას აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება სამშენებლო სამართლის მიმართულებით.