გელა ნიკოლაიშვილი
27.03.1958 წ. - დაიბადა თბილისში.
1975 წ. - დაამთავრა მე-60 საშუალო სკოლა.
1981 წ. - დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
1981-84, 1986-91წწ. - მუშაობდა მცხეთის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ ნაკრძალში ექსკურსიამძღოლად, სამეცნიერო განყოფილების გამგედ, სწავლულ მდივნად, დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში.
27.03.84-27.09.85 წწ. - პოლიტიკური პატიმარი. ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდის ბრალდებით (საქარ¬თველოს საჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული) მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით. სასჯელი სრულად მოიხადა თბილისში მდებარე სახელმწიფო უშიშროების იზოლატორში. სასამართლოს მიერ აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად.
1992 წ. - საქართველოს ეროვნული ურთიერთობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ლტოლვილთა და დეპორტირე-ბულთა დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი.
1992-95წწ -საქართველოს პარლამენტის წევრი.
1999 წ.- დაამთავრა თბილისის იურიდიულ-ფსიქოლოგიური ინსტიტუტი.
1996-2000 წწ.-საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ექსპერტ-კონსულტატი.
2000-04წწ.- თბილისის იურიდიულ-ფსიქოლოგიური ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის კათედრის უფროსი მასწავლებელი.
2003-2019წწ. - ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში