დავით ასათიანის მილოცვა მარგარეტ ფონ გალენს

25 იანვარი 2021

2021 წლის 1 იანვრიდან ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოებების საბჭოს (CCBE) გერმანელი ადვოკატი - მარგარეტ ფონ გალენი უხელმძღვანელებს.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ - დავით ასათიანმა, ამ მეტად მნიშვნელოვან თანამდებობაზე არჩევა მარგარეტ ფონ გალენს ოფიციალური წერილით მიულოცა, სადაც აღნიშნულია CCBE-ის მხარდაჭერის როლი და მნიშვნელობა საქართველოში ერთიანი, დამოუკიდებელი და ძლიერი ადვოკატურის მშენებლობის გზაზე.

საპასუხო წერილში მარგარეტ ფონ გალენმა ხაზი გაუსვა CCBE-ში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დელეგაციის როლსა და მასთან ღირებულ თანამშრომლობას.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი