2020 წლის დეკემბრის ადვოკატთა საკვალიფიკაციო (გადადებული) გამოცდების მონაწილეთა საყურადღებოდ!

10 თებერვალი 2021

გაცნობებთ, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარებისა და საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციებიის შემსუბუქებიდან გამომდინარე, გადადებული, 2020 წლის დეკემბრის ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების ახალი თარიღები განისაზღვრა.


გამოცდები მიმდინარე წლის 4,5,9,10,11, და 12 მარტს ჩატარდება. 


დამატებით შეგახსენებთ, რომ გამოცდაზე რეგისტრირებული ყველა აპლიკანტი ავტომატურად ინარჩუნებს რეგისტრაციას. თქვენთვის სასურველი საგამოცდო თარიღის არჩევა ადვოკატთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პორტალის საშუალებით შეგიძლიათ. 


დამატებით გთხოვთ, აუცილებლად გაეცნოთ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის მონაწილეთათვის საგამოცდო ადგილზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელ უსაფრთხოების წესებს.


გისურვებთ წარმატებას!

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი