შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით, ადვოკატთა განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში, ადვოკატებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს თემაზე: „დასაქმების ფორმები - შრომის საერთაშორისო სტანდარტები და ეროვნული საკანონმდებლო მიდგომები“.
ტრენინგს უძღვებიან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ოფისის სოციალური დიალოგისა და შრომის სამართლის უფროსი სპეციალისტი ლეიო სიმბელი და ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ადვოკატი რაისა ლიპარტელიანი.
შეხვედრის გახსნით ნაწილში მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა. „ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და მათი ჩართულობა, რადგან ეს ადვოკატებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას, შრომის სამართლის სფეროში არსებულ თანამედროვე სტანდარტებსა და პრაქტიკას და მიღებული ცოდნა პროფესიულ საქმიანობაში გამოიყენონ“, - აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა.
ტრენინგის ფარგლებში განიხილავენ შემდეგ საკითხებს:
• შრომითი ურთიერთობების შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის რეკომენდაცია (№198);
• შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2026 წლის კონვენცია პლატფორმულ ეკონომიკაში ღირსეული შრომის შესახებ (№193);
• შრომითი ურთიერთობები და პლატფორმული შრომა - რეგულირება და სასამართლო პრაქტიკა საქართველოში და სხვა აქტუალური საკითხები.
მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილია ქართულენოვანი თარგმანი.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით, ადვოკატებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს




