განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში ადვოკატებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე: შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები - პრაქტიკაში გამოყენების თავისებურებები.”
ტრენინგს ექსპერტები, რაისა ლიპარტელიანი და ნატო ნათენაძე უძღვებოდნენ.
სამუშაო შეხვედრის გახსნით ნაწილში მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა.
„ტრენინგების თემების შერჩევისას, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ისეთ საკითხებს, რომლებიც აქტუალური და საინტერესოა ჩვენი წევრებისთვის. ვცდილობთ ადვოკატებს დროულად მივაწოდოთ ინფორმაცია საკანონმდებლო ცვლილებებისა და ახალი რეგულაციების შესახებ სხვადასხვა მიმართულებით. დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებულად საინტერესო თემას შეეხება, და მჯერა, რომ მონაწილეებისთვის ნაყოფიერი და ინფორმაციული იქნება,“ - აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა.
ტრენინგ-შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს საკითხები, როგორებიცაა:
- საჯარო სამსახურის სისტემა, ძირითადი პრინციპები, რანგირება;
- საჯარო მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები;
- გათავისუფლების საფუძვლები და წესი და სხვ.
ტრენინგზე დასწრება უზრუნველყოფილი იყო ონლაინ.




