შრომითი და სოციალური უფლებების გაძლიერების საკითხებზე სიმპოზიუმი ჩატარდა

12 ნოემბერი 2026

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, Expertise France-ის მხარდაჭერით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ სიმპოზიუმი ჩაატარა თემაზე: „შრომითი და სოციალური უფლებების გაძლიერება საქართველოში და ევროპული საუკეთესო პრაქტიკა“.

სიმპოზიუმი ადვოკატის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან, დამსაქმებელთა ასოციაციასა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის თანამშრომლობით ჩატარდა.

ღონისძიება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, პროფესორმა ირაკლი ყანდაშვილმა და Expertise France-ის წარმომადგენელმა ოდრიუს ბიტინასმა გახსნეს.

სიმპოზიუმის ფარგლებში განხილული იყო ევროკავშირის სოციალური სამართალი, სასამართლო პრაქტიკა, შრომითი დავების გადაწყვეტის ევროპული მექანიზმები და საქართველოში არსებული საკანონმდებლო გარანტიები და პრაქტიკული გამოწვევები.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, პროფესორმა ირაკლი ყანდაშვილმა ისაუბრა მედიაციაზე, როგორც შრომითი დავების გადაწყვეტის ეფექტიან საშუალებაზე.

ევროპული გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა მონაწილეებს გაუზიარეს Expertise France-ის ექსპერტებმა: ჰაგენ ჰიუგელშაფერმა - საჯარო და საეკლესიო საპენსიო დაწესებულებების ასოციაციის გენერალურმა მენეჯერმა და იუსტინას უსონისმა - ადვოკატმა, სამართლის დოქტორმა და ვილნიუსის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა.

საქართველოში შრომითი დავების საკანონმდებლო გარანტიებისა და პრაქტიკული გამოწვევების შესახებ მოხსენებები წარადგინეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ადვოკატმა რაისა ლიპარტელიანმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შრომითი კომიტეტის ხელმძღვანელმა თამარ გაბისონიამ.

ღონისძიება მიზნად ისახავდა შრომითი და სოციალური უფლებების დაცვის მიმართულებით ევროპული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და საქართველოში შრომითი სამართლის სფეროში არსებული გამოწვევების განხილვას.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი