უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებები უცვლელი დატოვა

24 თებერვალი 2026

გაცნობებთ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებები გაიზიარა და უცვლელი დატოვა. 2026 წლის განმავლობაში პალატამ ადვოკატთა 2 საჩივარი განიხილა. 

ეთიკის კომისიამ გასაჩივრებულ ორ სხვადასხვა საქმეში პროფესიული ქცევის სტანდარტების დარღვევა დაადგინა: ერთ შემთხვევაში ადვოკატმა ვერ დაიცვა კეთილსინდისიერების სტანდარტი და ფინანსურ საკითხებზე სწორი ინფორმაცია არ მიაწოდა კლიენტის ოჯახს. ხოლო, მეორე შემთხვევაში ადვოკატმა დაარღვია კოლეგიალობის სტანდარტი კოლეგის სახელით (მის ნაცვლად შესრულებული ხელმოწერით) სამართალდამცავ ორგანოებში სხვა კოლეგების მიმართ საჩივრების შეტანით.

ეთიკის კომისია ყველა ადვოკატს პროფესიულ წარმატებებსა და ეთიკურ საქმიანობას გისურვებთ!
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი