განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში ადვოკატებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „ევროპული იურისდიქციის გავლენა ქვეყნის შიდა სამართლებრივ სისტემაზე”.- რუმინეთის გამოცდილება.
სამუშაო შეხვედრის გახსნით ნაწილში მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რაზვან როტუნდუმ.
შეხვედრას რუმინეთის ელჩი უძღვება და ქვეყნის შიდა სამართლებრივ სისტემაზე ევროპული იურისდიქციის გავლენასთან დაკავშირებულ საკითხებზე მონაწილეებს რუმინეთის პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებს. განხილვა მოიცავს ევროკავშირის სამართლის პრინციპების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციის პროცესს, ევროპული სასამართლოების პრაქტიკის გავლენას შიდა სამართლებრივ სტანდარტებზე და ამ პროცესში ინსტიტუციურ და პრაქტიკულ გამოწვევებს.
ირაკლი ყანდაშვილმა მადლობა გადაუხადა ელჩს ტრენინგში ჩართულობისთვის და აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია, რადგან იგი ადვოკატებს საშუალებას აძლევს უკეთ გაიაზრონ ევროპული იურისდიქციის გავლენა ქვეყნის სამართლებრივ პრაქტიკაზე.
ტრენინგ-შეხვედრაზე დასწრება, უზრუნველყოფილი იყო ონლაინ.




